დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიმიტრი ხუნდაძე - პოლიტიკას არ უყვარს განმეორებები, მით უმეტეს, ერთი და იგივე ნეგატიური პიროვნებების
ავტორი:
2018/თებერვალი/11 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/xundadze3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477660-dimitri-khundadze-politikas-ar-uyvars-ganmeorebebi-mith-umetes-erthi-da-igive-negatiuri-pirovnebebis.html", "headline": "დიმიტრი ხუნდაძე - პოლიტიკას არ უყვარს განმეორებები, მით უმეტეს, ერთი და იგივე ნეგატიური პიროვნებების", "datePublished": "2018-02-11 11:56:32", "dateModified": "2018-02-11 11:56:32", "description": "პოლიტიკას არ უყვარს განმეორებები, მით უმეტეს, ერთი და იგივე ნეგატიური პიროვნებების, - ასე ეხმაურება ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/xundadze3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პოლიტიკას არ უყვარს განმეორებები, მით უმეტეს, ერთი და იგივე ნეგატიური პიროვნებების, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ “რუსთავი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუს და აღნიშნავს, რომ “როგორც ჩანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე ყოფილია საკუთარი გუნდისთვისაც“.

ხუნდაძის თქმით, დღეს ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეზე დაფუძნებული პოლიტიკაა და არა წარსულის სახეების ქექვა.

“საინტერესო ინტერვიუ იყო არა მხოლოდ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვების, არამედ იმ პოზიციის გამო, რაც აშკარად ჩანდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვები უფრო ბევრის მთქმელი იყო, ვიდრე პასუხები. სიმართლე გითხრათ, პირველად ვნახე ინტერვიუს დროს დაბნეული სააკაშვილი, რომელმაც ვერც ერთი მისთვის მომგებიანი გზავნილი ვერ გაუშვა საკუთარ მხარდამჭერებთან. არაფერს ვამბობ გირგვლიანის და ვაზაგაშვილის ხსენებაზე, სადაც თავისი ემოციით ფაქტობრივად აღიარა, რომ სწორედ ამ ბიჭებმა შეიწირეს მისი ხელისუფლება. ხანგრძლივი ინტერვიუდან ერთადერთი კითხვა გამიჩნდა - ახლა ვის უნდა გადაულოცონ მიხეილ სააკაშვილი და ვის აწყობს მისი “გაფუჭება“ “ნაცმოძრაობის” მოქმედი თუ ყოფილი წევრებიდან?! ერთი კი ფაქტია, ვინც არ უნდა შეეცადოს ამას, ნებისმიერი მათგანისთვის პოზიტიური იმიჯის შექმნა საზოგადოებაში უკვე შეუძლებელია, რადგან ისინი ყველანი ერთად იყვნენ იმ საშინელი პერიოდის შემოქმედნი, რის გამოც ხალხმა მათ უარი უთხრა. პოლიტიკას არ უყვარს განმეორებები, მით უმეტეს, ერთი და იგივე ნეგატიური პიროვნებების. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ერთ პიროვნებაზე ყველაფრის გადაბრალების მცდელობა ფუჭია და ამით საზოგადოებაში რეაბილიტაციას ვერ მოახდენენ. ხალხს ხანგრძლივი მეხსიერება აქვს და ქართული პოლიტიკისგან დღემდე იმ სახეებს ელიან, ვინც იმ პერიოდს საბოლოოდ დაასრულებს. დღეს ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სიახლეზე დაფუძნებული პოლიტიკაა და არა წარსულის სახეების ქექვა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია