დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში ხვალ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე გაიმართება
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 23:00:02
საქართველოს პარლამენტში ხვალ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებენ თანამშრომლობის ახალ სტანდარტს, ახალ ტრადიციას. კერძოდ, საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საქართველოს პარლამენტში.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე ყოველწლიურად გაიმართება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავებას. ამ დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება მიეცემათ პარლამენტარებთან ერთად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების, ამოცანებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საფუძველი ეყრება საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმით.
ხვალ, 13:00-14:00 საათზე, პარლამენტის ფოიეში საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართება. 14:00-16:00 საათზე კი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საჯარო დისკუსია მოეწყობა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია