დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„თავისუფალი საქართველო“ მთავარ პროკურატურას დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
ავტორი:
2018/თებერვალი/10 13:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tavisufalisaqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477591-thavisufali-saqarthvelo-mthavar-prokuraturas-danashaulis-gamodziebis-mothkhovnith-mimarthavs.html", "headline": "„თავისუფალი საქართველო“ მთავარ პროკურატურას დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს", "datePublished": "2018-02-10 09:14:34", "dateModified": "2018-02-10 09:14:34", "description": "პარტია „თავისუფალი საქართველო“ ტოტალიზატორ „ მაქსიმუმს“ თაღლითობაში ადანაშაულებს, რომლის თანახმად,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/tavisufalisaqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარტია „თავისუფალი საქართველო“ ტოტალიზატორ „ მაქსიმუმს“ თაღლითობაში ადანაშაულებს, რომლის თანახმად, პარტიის ცნობით, აღნიშნულმა ტოტალიზატორმა მოქალაქეს მოგებული თანხა არ გადასცა. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, პარტიის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ არ გამოიძია, ამიტომ მთავარ პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„2016 წლის 30 ნოემბერს ცოტნე ტაბატაძემ მოიგო თანხა ტოტალიზატორ „მაქსიმუმში“. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა თანხა მოიგო კეთილსინდისიერად, თამაშის შედეგად და ამ ფაქტის უტყუარობას ადასტურებს ნოტარიუსიც, კომპანიამ არ გადასცა გელა ტაბატაძეს მოგებული თანხა, ხოლო მოგვიანებით საერთოდ მიიმალა. მსგავსი სქემით, კომპანიამ მიითვისა რამდენიმე ათეული პირისთვის გადასაცემი თანხა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა თაღლითობასთან, საგამოძიებო სამსახურმა, კერძოდ, თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს გამომძიებელმა ლევან ხუხუამ ტაბატაძეს აცნობა, რომ მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე არ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძვლები.
იმ ფონზე, როდესაც მრავალი ადამიანი, ბევრად უფრო ნაკლები მასშტაბის დანაშაულისთვის სასჯელს იხდის საქართველოს ციხეებში, საგამოძიებო უწყების პასუხი წარმოადგენს დამნაშავეთა მფარველობის აშკარა მტკიცებულებას.

„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს მთავარ პროკურატურას დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით. ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დამნაშავეთა მფარველობის კონკრეტული ფაქტის შესახებ”,- ნათქვამია „თავისუფალის საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია