დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ახალი საგამოძიებო სამსახურის შექმნის ინიციატივის პრობლემა ისაა, რომ ამ ორგანოს დევნის ფუნქცია არ ექნება.
ავტორი:
2018/იანვარი/31 18:30:02
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/gvilava-giorgi-arasamtavrobo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475803-saerthashoriso-gamtcvirvaloba-akhali-sagamodziebo-samsakhuris-sheqmnis-iniciativis-problema-isaa-rom-am-organos-devnis-funqcia-ar-eqneba.html", "headline": "„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ახალი საგამოძიებო სამსახურის შექმნის ინიციატივის პრობლემა ისაა, რომ ა...", "datePublished": "2018-01-31 14:38:14", "dateModified": "2018-01-31 14:38:14", "description": "„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ახალი საგამოძიებო სამსახურის შექმნის ინიციატივ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/gvilava-giorgi-arasamtavrobo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ახალი საგამოძიებო სამსახურის შექმნის ინიციატივის პრობლემა ისაა, რომ ამ ორგანოს დევნის ფუნქცია არ ექნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა გია გვილავამ განუცხადა, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, გამოძიებაზე ზედამხედველობა, საბოლოო ჯამში, მაინც პროკურატურის ხელში რჩება.

„ინიციატივის პრობლემას იმაში ვხედავთ, რომ დევნის ფუნქცია ამ ორგანოს არ ექნება. დევნა მთავარი პროკურატურის ხელში რჩება, რაც ნიშნავს, რომ ირიბად პროკურატურა მაინც ზედამხედველობს გამოძიებას და პროკურატურა წყვეტს, რა საქმეები წავიდეს სასამართლოში, რაზე შეიძლება პოტენციურად შედეგი დადგეს. ამ დროს მთავარი საკითხი ქვეყანაში წორედ ყველა სამართალდამცავი უწყების დამოუკიდებლობის და ეფექტურობის პრობლემაა“, - განაცხადა გვილავამ.

გვილავა არ ელის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დევნის ფუნქცია საპარლამენტო განხილვების შედეგად დაემატება. „დღეს იყო პირველი პრეზენტაცია. ჩვენ გვითხრეს, რომ შესაძლებლობა გვაქვს, წარვადგინოთ ჩვენი კომენტარები, რაც ნამდვილად კარგია, თუმცა რამდენიმე წელია ამ საკითხზე მიდის საუბარი და თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების პოზიციას ყველა ეტაპზე, ადვილად მისახვედრია, რომ ისინი ამ ნაწილში დათმობაზე, სავარაუდოდ, არ წამოვლენ“, - დასძინა გვილავამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ასევე გაუგებარს უწოდებენ ახალი საგამოძიებო მექანიზმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან შექმნის გადაწყვეტილებას. „ბუნებით აბსოლუტურად განსხვავდება ეს ორი მიმართულება და ვერანაირი ლოგიკა და დასაბუთება, თუ რატომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, დღეს ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა გია გვილავამ.

პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. ახალი საგამოძიებო უწყება პერსონალური მონაცემების გარდა, სწორედ პოლიციელთა გადაცდომებსაც შეისწავლის. საუბარია ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა.

ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 21 კანონში უნდა შევიდეს. სამსახურს პარლამენტი აკონტროლებს და მის ხელმძღვანელსაც საკანონმდებლო ორგანო 5 წლის ვადით ნიშნავს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია