დაისვენე კურორტ ახალდაბაში
”ნაციონალური მოძრაობა” განათლების სამინისტროს მოუწოდებს, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა გადაიხედოს
ავტორი:
2018/თებერვალი/10 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/gersamia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477582-nacionaluri-modzraoba-ganathlebis-saministros-moutsodebs-pedagogtha-sakhelfaso-politika-gadaikhedos.html", "headline": "”ნაციონალური მოძრაობა” განათლების სამინისტროს მოუწოდებს, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა გადაიხედოს", "datePublished": "2018-02-10 08:05:09", "dateModified": "2018-02-10 08:05:09", "description": "”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს, გადაიხედოს პედაგოგთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/gersamia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს, გადაიხედოს პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა, ასევე, მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება მასწავლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ გერსამიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ჩინოვნიკები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრკოლებლად იღებენ დანამატებს, პრემიებს და სხვადასხვა გზებით ცდილობენ ამ პრაქტიკის გამართლებას, მოსახლეობის უმეტესობას აქვს მიზერული პენსია და ხელფასი.

”ფინანსური წახალისება კვლავ განუხორციელებელ ოცნებად დარჩა საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 99 %-ისთვის (ესენი არიან პრაქტიკოსი, წამყვანი და სპეცმასწავლებლები). შექმნილ ვითარებაში მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ მასწავლებლების დანამატი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. სინამდვილეში: ფინანსური წახალისებაა შეეხო მასწავლებლების 1 პროცენტზე ნაკლებს. საქართველოში 64 ათასამდე მასწავლებელია და საუბარია 0,3 პროცენტზე.

ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეიცვალა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომელტა რაოდენობა 44 570 -ის და უფროსი მასწავლებლებისთვის, რომელთა რიცხვი 18 090 -ს შეადგენს. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი გამოცდები და უკვე ხელოვნური ბარიერების შედეგად, მათი ხელფასი წლების მანძილზე კვლავაც უცვლელია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეცმასწავლებლებისადმი (მათი რაოდენობა 1500-მდეა) არსებული დამოკიდებულების შეცვლა. ისინი მუშაობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აქვთ ყველაზე მიზერული, 260 ლარიანი ანაზღაურება. ამასთან, მათ არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათით, არ აქვთ ხელფასის გაზრდის რაიმე თეორიული პერსპექტივაც კი.

მოვუწოდეთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს:

შეცვალოს სახელფასო დანამატების გაცემის პოლიტიკა და სკოლებში დანერგოს სამართლიანი წახალისების სისტემა. მნიშვნელოვანია მოიხსნას ხელოვნური ბარიერები, რაც მასწავლებლებს დამატებით სტრესში ამყოფებს (მაგ: დანამატი არ იყოს დამოკიდებული საათობრივ დატვირთვაზე) და სამინისტრომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, და პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებს დაპირებისამებრ დაუნიშნოს სახელფასო დანამატები (800-დან 1000 ლარამდე);

დროულად წამოადგინოს დაპირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომ შესაძლებელი გახდეს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს მათ, ვინც სკოლებში მუშაობს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. საკანონმდებლო ცვლილებებამდე კი სპეც-მასწავლებლების ფინანსური წახალისებისთვის მოხდეს სკოლების მიზნობრივი სუბსიდირება და რეკომენდაცია მიეცეთ დირექტორებს სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე;
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩაერთოს ცვლილებათა განხილვის პროცესში“, - განაცხადა მარიამ გერსამიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია