დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ხულორდავა - ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
ავტორი:
2018/თებერვალი/09 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_034d3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477372-thamar-khulordava-irakli-kobakhidzis-ashsh-shi-vizitis-farglebshi-gamarthuli-umaghlesi-donis-shekhvedrebi-thanamshromlobis-gaghrmavebas-sheutsyobs-khels.html", "headline": "თამარ ხულორდავა - ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები თანა...", "datePublished": "2018-02-09 06:10:17", "dateModified": "2018-02-09 06:10:17", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_034d3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შორიდანაც ცხადია, რომ ვიზიტი უაღრესად კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის სახით საქართველოს ჰყავს ძლიერი პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერი, რომელიც აფასებს საქართველოს სწრაფვას იყოს სამაგალითო ქვეყანა რეგიონში და მის მიღმა.

„აშშ ჩვენი ყველა სასიცოცხლო ინტერესის აქტიური მხარდამჭერია, იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება, თუ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. 2017 წელს ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული წინსვლა ორმხრივ ურთიერთობებში. ამერიკის კონგრესის ორივე პალატა გახსნილია ჩვენთან თანამშრომლობისთვის და კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებში აფიქსირებს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულება თანაბრად პოზიტიურია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი და მის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები, ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ“, - განაცხადა ხულორდავამ.

თამარ ხულორდავას კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია