დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კობა დავითაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 12:00:03
პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და მოითხოვს, რომ გიორგი მარგველაშვილთან დებატების გამართვის საშუალება ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს მიეცეს.
ამასთან დაკავშირებით დღეს კობა დავითაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
"17 და 18 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტარდება დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, თუმცა დებატები შეიძლება ეწოდოს მხოლოდ 17 ოქტომბერს, რადგან ხელისუფლების კანდიდატი მხოლოდ ამ დღეს მიიღებს მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ დებატები სრულყოფილი რომ იყოს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს საშუალება დებატებში შევიდეს ხელისუფლების კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან. ამიტომ ვთავაზობ მაუწყებელს და ყველა დანარჩენ კანდიდატს, რომ დებატები ჩატარდეს შემდეგი ფორმატით: მარგველაშვილმა დებატებში მონაწილეობა მიიღოს როგორც 17, ასევე 18 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი კანდიდატი არ იქნება წინააღმდეგი, რომ მარგველაშვილს ჰქონდეს ორმაგი დრო", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
კობა დავითაშვილი დებატებში მონაწილეობას 18 ოქტომბერს მიიღებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია