დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხვალ 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2014/თებერვალი/11 21:00:03
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების განმარტებით, 2013 წლის ანგარიშში, რომელიც ჟურნალის სახით გამოიცა, თავმოყრილია ინფორმაცია სამინისტროს მიერ 2013 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. დაინტერესებულ მკითხველს საშუალება ექნება თვალი გადაავლოს საგარეო პოლიტიკის კუთხით 2013 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს და გაეცნოს ინფორმაციას საგარეო უწყების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ.
წლიური გამოცემის პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
ქართული დიპლომატიის ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მსგავსი ფორმით წლიური ანგარიში პირველად გამოიცა და იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია