დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე 35 კილომეტრს აღწევს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 10:00:03
ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ეუთოს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ცხინვალის რეგიონის სოფლებში მავთულხლართების გავლების შედეგად უკვე 65 ქართული ოჯახი დაზარალდა.
"რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, 2013 წლის იანვრიდან, რუსეთის საოკუპაციო ჯარები, უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო ძალებთან ერთად, ინტენსიურად აგრძელებენ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის, ქარელის, კასპისა და ახალგორის რაიონებში, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების ფართომასშტაბიან პროცესს. ბოლო თვეების განმავლობაში, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ამჟამად, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს და პროცესი კვლავ გრძელდება. ცხინვალის რეგიონის სოფლებში მავთულხლართების გავლების შედეგად უკვე 65 ქართული ოჯახი დაზარალდა, მათგან რამდენიმეს საცხოვრებელი ადგილების დატოვებაც კი მოუხდა, რამაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა წარმოქმნა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს სასაფლაოებთან მისვლას, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებით, ასევე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია