დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე განმარტავს თანამშრომლობის იმ ფორმას, რომელიც ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის რუსეთთან არსებობდა
ავტორი:
2014/აპრილი/09 18:30:02
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე განმარტავს თანამშრომლობის იმ ფორმას , რომელიც ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რუსეთთან არსებობდა და მიიჩნევს, რომ "მეტიც უნდა გაგვეკეთებინა".
ამის შესახებ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ბორტნიკოვის მიერ გაჟღერებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა უცხოელ, მათ შორის ქართველ კოლეგებთან ერთად, შეაჩერეს სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში ტერორისტული აქტების საფრთხე.
"მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ სამი მიმართულებით თანამშრომლობა შეიძლება ვახსენოთ. ერთი ის, რომ ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი სულ მუდმივ კონტაქტში იყო ორგანიზატორებთან. ყველა დეტალი იყო განხილული ჩვენი გუნდის სოჭში ჩასვლასთან, იქ ყოფნასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობდა გარკვეული უსაფრთხოების რეჟიმის დაცვასაც. მეორე ის არის, რომ ჩვენი საკონსულო თანამშრომელი იყო მივლენილი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალურად მოსკოვიდან სოჭში მიავლინა საკონსულო თანამშრომელი, რომელიც მთელი ამ ოლიმპიადის მსვლელობის დროს დახმარებას უწევდა ჩვენს სპორტსმენებს და ადგილობრივ ორგანიზატორებთან იყო მუდმივ კავშირში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. მესამე არის ის, რომ თვითონ ილიმპიადის პერიოდში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული კანონიერების ფარგლებში, მათ შორის აეროპორტებში, სასაზღვრო ზოლებში, დამატებითი კონტროლი და დამატებითი ყურადღება იყო ოლიმპიადის დროს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
თუმცა აბაშიძე არ აკონკრეტებს, რაში გამოიხატა "ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა", რაზეც ალექსანდრე ბორტნიკოვმა ისაუბრა, განსხვავებით ზურაბ აბაშიძის მიერ ჩამოთვლილი ღონისძიებებისგან.
"რაც გითხარით, იმას ვიმეორებ, ეს არის ჩვენი თანამშრომლობა. ცოტა არ არის ნამდვილად. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო მიღებული დამატებითი ზომები, საკმაოდ ყურადღებით იყვნენ ჩვენი სამართალდამცველები, საზღვარზე შემომსვლელი და წამსვლელი გაძლიერებულად კონტროლდებოდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა", - აღნიშნა აბაშიძემ.
კითხვაზე, ეს იყო ქართული მხარის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებები, თუ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან, აბაშიძე განმარტავს, რომ დამალული არაფერი იყო. "ამ თემაზე ვაკეთებდით კომენტარს. იყო გარკვეული ფორმით თანამშრომლობა, ხომ გეუბნებით ჩვენი ოლიმპიური კომიტეტეტები რომ მსჯელობდნენ მონაწილეობაზე, ეს რაღაც უსაფრთხოების რეჟიმის გათვალისწნებას საჭიროებდა. მერე ჩვენი საკონსულო ჩავიდა. ასე რომ, ეს ცოტა არ არის, მეტი უნდა გაგვეკეთებინა კიდევ", - განაცხადა აბაშიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია