დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სტუდენტთა ჯგუფი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას სპორტის სამინისტროსთან გაპროტესტებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 23:00:02
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ხვალ, სტუდენტთა ერთი ჯგუფი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას გაპროტესტებს. სტუდენტთა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს დელეგაციამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოფიციალურად არ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
სტუდენტები ოლიმპიადის ბოიკოტორების მიზეზებზე საუბრისას ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი. ასევე მათი განცხადებით, ოლიმპიური სოფლის და სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლოდ რუსეთმა გამოიყენა ინერტული მასალები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გატანილი, გაიჩეხა უნიკალური ჯიშის ხეები, დაზიანდა მდინარეების კალაპოტები და სანაპირო.
მათივე აზრით, კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც საქართველომ ზამთრის ოლიამპიადაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, არის ის, რომ ჟურნალისტთა სარეგისტრაციო გრაფაში აფხაზეთი და სამაჩაბლო მოხსენიებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ხოლო სოჭში პირველი მეჩირაღდნე იქნება რუსი მფრინავი, რომელიც 2008 წელს ქართულ ქალაქებს ბომბავდა, რის გამოც შემდგომში მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს.
"მიგვაჩნია, რომ ამ ოლიმპიადით საქართველომ უკვე ბევრი იზარალა და არის საფრთხე, რომ რუსეთი ოლიმპიადას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს", - აცხადებენ სტუდენტები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია