დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, კვლავ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება
ავტორი:
2018/თებერვალი/06 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/gelashvilinukri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476800-sagangebo-mdgomareobis-dros-mobilizaciis-gamockhadeba-mthavrobis-nacvlad-kvlav-prezidentis-prerogativa-iqneba.html", "headline": "საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, კვლავ პრეზიდენტის პრეროგატივ...", "datePublished": "2018-02-06 12:43:54", "dateModified": "2018-02-06 12:43:54", "description": "საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, კვლავ პრეზიდენტის პრეროგატივ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/gelashvilinukri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, კვლავ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება, - აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ცვლილებებში აღნიშნული მონაკვეთი იცვლებოდა, თუმცა დღეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ნორმა კვლავ ძველი სახით დარჩება.

"შემოთავაზებული კანონპროექტით, პრეზიდენტს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ საომარი მდგომარეობის დროს გამოეცხადებინა მობილიზაცია. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადებას, ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით, ეს უფლებამოსილება ჰქონდა მთავრობას. სწორედ ამაზე გაიმართა მსჯელობა. ეროვნულო უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა წარმოადგინა მოსაზრება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დაბრუნებულიყო კვლავ საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება. ჩვენ ფაქტიურად ამ მოსაზრებას დავეთანხმეთ. მეორე მოსაზრება იყო ასევე უშიშიშროების საბჭოს აპარატის მხრიდან წარმოდგენილი პარლამენტის მონაწილეობის შესახებ მობილიზაციის გამოცხადების პროცესში. ჩვენს ვერსიაში პარლამენტი არ მონაწილეობდა პროცესში და დეპუტატები ამაზე დაგვთანხმდნენ. ეს მონაკვეთი ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში რჩება. მობილიზაციის გამოცხადების პროცესში პარლამენტი არ მიიღებს მონაწილეობას. მესამე მოსაზრება შეეხებოდა ეროვნული თავდაცვის გეგმის დამტკიცებას, მათი მოსაზრებით, ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის პრეროგატივა, ჩვენი ხედვით კი, ეს უნდა იყოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს მონაკვეთი ჩვენს მიერ შემოთავაზებული სახით რჩება", - განაცხადა გელაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია