დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გენერალური აუდიტორი საფუძველს ვერ ხედავს, რომ თავდაცისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან მიმართებაში აუდიტის ანგარიში საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნოს
ავტორი:
2018/თებერვალი/03 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/meqvabishvili-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476318-generaluri-auditori-safudzvels-ver-khedavs-rom-thavdacisa-da-sasjelaghsrulebis-saministroebthan-mimarthebashi-auditis-angarishi-sagamodziebo-utsyebebs-gadaegzavnos.html", "headline": "გენერალური აუდიტორი საფუძველს ვერ ხედავს, რომ თავდაცისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან მიმართებ...", "datePublished": "2018-02-03 10:46:59", "dateModified": "2018-02-03 10:46:59", "description": "გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი იმის საფუძველს ვერ ხედავს, რომ თავდაცისა და სასჯელაღსრულების...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/meqvabishvili-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი იმის საფუძველს ვერ ხედავს, რომ თავდაცისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან მიმართებაში აუდიტის სამსახურის ანგარიში საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნოს. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებული შემოწმების ანგარიშები განიხილეს.

"დღეს ნდობის ჯგუფის ფორმატში განვიხილეთ 2015-2016 წლების შესაბამისობის და ფინანსური აუდიტი თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართულებით. განხილვა შეეხებოდა შესყიდვების ნაწილს და ასევე ფინანსურ ნაწილს, რომელსაც ადევს გრიფი „საიდუმლო", დანარჩენ ნაწილში დასკვნები არის საჯარო და ღია, რომელიც გამოქვეყნებულია. საიდუმლო ნაწილზე, ბუნებრივია, კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია ზოგადად ვთქვა, რომ შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, ყველა საკითხზე იყო ძალიან კონსტრუქციული განხილვა. ჩვენ დეპუტატებთან, პარლამენტთან შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრები იქნება სისტემური. ჩვენ განვიხილავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც აუდიტის სამსახური ნებისმიერი შემოწმების მიმართულებით დებს. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და აქ პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მექვაბიშვილმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის საფუძველი, რომ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან მიმართებაში არსებული დასკვნები საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნოს, ირაკლი მექვაბიშვილი პასუხობს, რომ - არა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია