დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგო რატიანი - ამ კონსტიტუციის მიმართ პრეტენზია აქვს ყველას: ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/ratiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468564-sergo-ratiani-am-konstituciis-mimarth-pretenzia-aqvs-yvelas-opozicias-arasamthavrobo-organizaciebs-da-sazogadoebas.html", "headline": "სერგო რატიანი - ამ კონსტიტუციის მიმართ პრეტენზია აქვს ყველას: ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს...", "datePublished": "2017-12-14 08:58:35", "dateModified": "2017-12-14 08:58:35", "description": "შეუძლებელია კარგი კონსტიტუცია ეწოდოს კონსტიტუციას, რომელიც იცვლება მიღებიდან ერთ თვეში. ამ კონსტიტუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/ratiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შეუძლებელია კარგი კონსტიტუცია ეწოდოს კონსტიტუციას, რომელიც იცვლება მიღებიდან ერთ თვეში. ამ კონსტიტუციის მიმართ პრეტენზია აქვს აბსოლუტურად ყველას, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

„უმრავლესობამ მოატყუა თავის ამომრჩეველი, როდესაც ერთს ეუბნებოდა და მეორე კონსტიტუცია მიიღო“, –განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კონსტიტუციურ კანონპროექტზე კენჭისყრით განახლდება.
კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებს, ხოლო მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: - კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული 16-ე მუხლი, საიდანაც სიტყვების: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება”, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია