დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლინკოლნ მიტჩელი - საქართველოს დღეს არ სჭირდება უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია
ავტორი:
2018/იანვარი/29 15:00:01
../photo/2015_02/0-0NOEMB-2015/mitcheli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475319-linkoln-mitcheli-saqarthvelos-dghes-ar-stcirdeba-ukrainidan-mikheil-saakashvilis-eqstradicia.html", "headline": "ლინკოლნ მიტჩელი - საქართველოს დღეს არ სჭირდება უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია", "datePublished": "2018-01-29 10:57:56", "dateModified": "2018-01-29 10:57:56", "description": "რაც შეეხება სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებმა მიხეილ სააკაშვილს ნდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0NOEMB-2015/mitcheli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რაც შეეხება სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებმა მიხეილ სააკაშვილს ნდობა არ მოუპოვა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკურ საკითხებში ამერიკელმა ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა განუცხადა.

„ის კვლავ დისკრედიტირებულია. თუმცა, რთულია კორუფციის იმ დონის უგულვებელყოფა, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში. ამიტომაც, დასავლეთში კითხვას სვამენ: რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რაც შეეხება სააკაშვილს, აშშ-ში მას სერიოზულად არ აღიქვამენ. აშშ-ში არავინ ამბობს, აი, მიშა უკრაინას გადაარჩენს. მას სურს წარმოაჩინოს, თითქოს აშშ მას უკრაინის მხსნელად განიხილავს, თუმცა ეს ასე არ არის“, - აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად აწყობს რუსეთს დღეს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მღელვარება.

„ის პროცესები, რასაც დღეს უკრაინაში სააკაშვილი უძღვება, თუ რუსეთისთვის კარგია, ეს სულაც არ აწუხებს სააკაშვილს. რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ის რუსეთისგან მხარდაჭერას იღებს. ამის მტკიცებულებები არ მაქვს. მაგრამ, ეხმარება თუ არა სააკაშვილი თავისი ქმედებებით რუსეთს? რა თქმა უნდა, კი“, - აღნიშნა მან.

კითხვას, უნდა მოითხოვოს თუ არა საქართველომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება, ლინკოლნ მიტჩელმა უპასუხა:

„საქართველოს დღეს არ სჭირდება უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია. თუ რა მოვლენები მოჰყვება მიშას საქართველოში ექსტრადიციას, ამაზე ჰიპოთეტურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თუ წარმოვიდგენთ მიშას საქართველოს ციხეში, ის ვერ შესძლებს დემოკრატიული გზით მთავრობის დამხობას“, - აღნიშნა მიტჩელმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია