დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლიტვის პრემიერი - საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერს
ავტორი:
2018/იანვარი/29 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kvirikashviliskvernelisi4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475277-litvis-premieri-saqarthvelos-absoluturad-damsakhurebulad-edzakhian-aghmosavleth-partniorobis-liders.html", "headline": "ლიტვის პრემიერი - საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერს", "datePublished": "2018-01-29 08:34:11", "dateModified": "2018-01-29 08:34:11", "description": "საქართველო ლიტვისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ, ჩვენ ყოველთვი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kvirikashviliskvernelisi4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო ლიტვისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და მოწონება გაგვაჩნდა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც საულიუს სკვერნელისმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერს.

„პირველ რიგში ნება მომეცით ბატონო პრემიერო, მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის, რომ საქართველოში ვიზიტით ჩამოვსულიყავი და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა, გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გახლავთ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და მოწონება გაგვაჩნდა საქართველოს მიმართ. ჩვენი საერთო მიდგომა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხების მიმართ, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახლავთ ფუნდამენტალური პრინციპები, რომელიც ჩვენ მყარად გვაკავშირებს.
ბოლო პერიოდში საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს“,- განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია