დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იან კელი - შეშფოთებულნი ვართ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრირებას
ავტორი:
2018/იანვარი/27 15:30:02
../photo/2015_02/0-0SEQT-2015/ian-keli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475147-ian-keli-sheshfothebulni-varth-ets-shethankhmebis-ratificirebith-romelic-ithvalistsinebs-rusethisa-da-samkhreth-osethis-sheiaraghebuli-dzalebis-integrirebas.html", "headline": "იან კელი - შეშფოთებულნი ვართ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისა და სამხრ...", "datePublished": "2018-01-27 11:36:42", "dateModified": "2018-01-27 11:36:42", "description": "შეშფოთებულნი ვართ რუსეთის პარლამენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც ითვალისწინებს რუს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0SEQT-2015/ian-keli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შეშფოთებულნი ვართ რუსეთის პარლამენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრირებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ განაცხადა. საქართველოში ამერიკის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ შეთანხმების ლეგიტიმურობას. ჩვენ მას, როგორც უკან გადადგმულ ნაბიჯს განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, რომელიც ძალების თავდაპირველი განლაგების პოზიციებისკენ გაყვანას მოითხოვს“, - აღნიშნა იან კელიმ.

აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ. ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია