დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუჭავა - როდესაც არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ, უზრდელობაზე გადადიან
ავტორი:
2018/იანვარი/26 21:00:01
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/kuchava2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475070-kakha-kutcava-rodesac-argumentaciebis-natsilshi-dzalian-utcirth-uzrdelobaze-gadadian.html", "headline": "კახა კუჭავა - როდესაც არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ, უზრდელობაზე გადადიან", "datePublished": "2018-01-26 16:55:10", "dateModified": "2018-01-26 16:55:10", "description": "როდესაც არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ, უზრდელობაზე გადადიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/kuchava2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } როდესაც არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ, უზრდელობაზე გადადიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას.

„როდესაც ხვდებიან, რომ არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ და ვერ ასაბუთებენ, მაგრამ ამავე დროს თვითმიზანი აქვთ, რომ ვეტო დაადონ, სხვა გზა აღარ რჩებათ და უზრდელობაზე გადადიან. სამწუხაროა, რომ ამას პრეზიდენტის მრჩევლის მხრიდან ვისმენთ და ამას ემსახურება მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტი. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პირადად შეხვდა მედიის წარმომადგენლებს, პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო ყველასათვის. ორივე მხარემ დააფიქსირა პოზიციები და გაცვალეს არგუმენტები. ამის შემდეგ კი გამოდის პრეზიდენტის მრჩეველი და შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ მთლიანად პარლამენტს და ამ პროცესს“, - აცხადებს კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არაარგუმენტირებულად შეაფასა. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლად შეაფასა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია