დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარეა
ავტორი:
2014/სექტემბერი/28 10:30:02
საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყანა ამ პოზიციას მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაიკავებს.
საქართველო, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობს ასამბლეის დღის წესრიგისა და საკითხების შემუშავებაში, გაერო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაერო-ს პრეზიდიუმში ადგილს იკავებს და ცალკეული სხდომების მიმდინარეობას უძღვება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე უძღვებოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია