დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატალი საბანაძის ინფორმაციით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას ევროკომისიის საგანგაშო რეაქცია არ გამოუწვევია
ავტორი:
2018/იანვარი/23 13:30:02
../photo/2015_02/0-1aOQT-2014/natali-sabanadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474328-natali-sabanadzis-informaciith-saqarthvelodan-thavshesafris-madziebeltha-rickhvis-zrdas-evrokomisiis-sagangasho-reaqcia-ar-gamoutsvevia.html", "headline": "ნატალი საბანაძის ინფორმაციით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას ევროკომისიის საგანგ...", "datePublished": "2018-01-23 09:31:57", "dateModified": "2018-01-23 09:31:57", "description": "ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის თქმით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aOQT-2014/natali-sabanadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის თქმით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, როგორც ჩანს, გაზრდილია, თუმცა ტენდენცია ისეთი არ არის, რომ ევროკომისიის საგანგაშო რეაქცია გამოეწვია.

როგორც საბანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები სავიზო ჯგუფში დღეს განიხილავენ ევროკომისიის პირველ ანგარიშს შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„ანგარიშში საქართველოზე არაფერი განსაკუთრებული ნათქვამი არ არის. უბრალოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. იმ საკითხებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა როგორც პრობლემური თემები, ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა საბანაძემ.
ასეთი საკითხი, ელჩის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაა.

„თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, როგორც ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში გაზრდილია - არის ასეთი ტენდენცია. თუმცა ეს არ არის ისეთი ტენდენცია, რომელმაც გამოიწვია საგანგაშო რეაქცია. კომისიას ჩვენთვის არ მოუმართავს. აქ გასათვალისწინებელია, რომ თავშესაფრის მოთხოვნების ძალიან მცირე პროცენტი თუ დაკმაყოფილდება. ეს ფაქტობრივად ავტომატურად უარის მიღებას ნიშნავს, იმიტომ რომ ბევრი ქვეყნის მიერ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში“, - განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გასული წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებული უვიზო მიმოსვლის შესახებ. ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუამდე პერიოდს, საქართველოსთან მიმართებაში ნათქვამია, ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლები სტაბილურად შენარჩუნებულია. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადთა რაოდენობა 2016 წლის მეორე ნახევრიდან (4 750) 2017 წლის შუამდე პერიოდში (4 630) არ მიუთითებს დამატებით ზრდაზე. თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადების რაოდენობა გაიზარდა 7.2%-ით (8 110-დან - 2015 წელს 8,700-მდე - 2016-ში). 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2016 წლის პირველ და მეორე ნახევარს შორის (3 905-დან 4 750-მდე).



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია