დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ თალაკვაძე - ჯერჯერობით დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს განსაკუთარებულად საინტერესო მონაცემები
ავტორი:
2017/ოქტომბერი/21 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/talakvadze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458868-archil-thalakvadze-jerjerobith-darghvevebthan-dakavshirebith-chven-ar-gvaqvs-gansakutharebulad-saintereso-monacemebi.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - ჯერჯერობით დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს განსაკუთარებულად საინტერესო მო...", "datePublished": "2017-10-21 07:34:14", "dateModified": "2017-10-21 07:34:14", "description": "ჯერჯერობით დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს განსაკუთარებულად საინტერესო მონაცემები, - ამის შ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/talakvadze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჯერჯერობით დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს განსაკუთარებულად საინტერესო მონაცემები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების"თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"08:00 საათიდან პრაქტიკულად ყველა უბანი გახსნილია. ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ. პირველი შეხედვითაც ჩანს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საარჩევნო პროცესი კარგად ყოფილიყო ორგანიზებული. უკვე დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება განახლებული მონაცემები, რომელსაც საზოგადოებას გავუზიარებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხრდამჭერები საარჩევნო უბნებზე არიან მობილიზებულები და გარკვეულ ზეწოლას ახდნენ ამომრჩევლებზე, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაიმე ზეწოლა არის გამორიცხული.

"ჩვენს ინტერესებში არასდროს და არც ახლა არ შედის ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაიმე ტიპის მანიპულაცია ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ეს მხარდაჭერა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ევროპული საქართველოს" დამკვირვებლები მარნეულში ერთ-ერთ უბანზე არ შეუშვეს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ასიათოსობით ადამიანმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, ერთეული ინციდენტები, რომლებიც შესაძლოა რომელიმე უბანზე გამოჩნდეს, იქნება სათანადო რეაგირების საგანი.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის მზადაა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მხრიდან "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერს აკეთებდა და დღესაც გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში", - განაცხადა თალაკვაძემ.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია