დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს
ავტორი:
2018/იანვარი/22 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/gafrindashvili_f0698.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474178-paata-gafrindashvili-saqarthvelos-khelisuflebam-yvelaferi-unda-gaakethos-imisthvis-rom-ruseths-sanqciebi-dautsesdes.html", "headline": "პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთს სანქციებ...", "datePublished": "2018-01-22 12:14:06", "dateModified": "2018-01-22 12:14:06", "description": "საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის (GRASS) პაატა გაფრინდაშვილის თქმით, საქართველომ უნდა გა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/gafrindashvili_f0698.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის (GRASS) პაატა გაფრინდაშვილის თქმით, საქართველომ უნდა გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ანტიანექსიურ პოლიტიკას წაადგება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი ერთ-ერთი მათგანია.

როგორც გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმთან საქართველოს მიერთების თაობაზე.

„რუსეთმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიური პოლიტიკა გააქტიურა 2014-15 წლების შემდეგ (ვგულისხმობ სტრატეგიულ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ამ ორი რეგიონის ბევრი სფეროს მოქცევა რუსულ სამართლებრივ ჩარჩოში). ბუნებრივია, ჩვენი ყველას სურვილია, რუსეთმა პასუხი აგოს იმაზე, რაც დღემდე უკვე ჩაიდინა და კარგი იქნებოდა,სანქციების რეჟიმი რომ დაწესებულიყო თავის დროზე. მეორე მხრივ, მიმდინარე ანექსიური პროცესი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო საამართლებრივი რეჟიმიდან გასვლას ნიშნავს. შესაბამისად, ამ ანექსიური პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორედ ამ მიზეზით რუსეთს დაუწესდეს სანქციები“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია იდენტურია ყირიმის ოკუპაციის, შესაბამისად, რუსეთს უნდა დაეკისროს საერთაშორისო სანქციები ამ მიმართულებითაც.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს. პეტრო პოროშენკომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.

„ამით შეიძლება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, გააგრძელოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ქართულ მხარეს საკუთარი პოზიცია კიევის წინადადებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია