დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ კახიძე - თუ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დასახელებულ საკითხებს ულტიმატუმს უწოდებს და გაექცევა დიალოგს, ეს მისი გადაწყვეტილებაა
ავტორი:
2017/აგვისტო/30 13:00:02
ჩვენ ხელისუფლებას ვუთხარით, რა არის მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებებში, თუ ამას ულტიმატუმს უწოდებენ და გაექცევიან დიალოგს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.
კითხვაზე, წავა თუ არა პარტია სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე, კახიძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

"თავად საზოგადოებამ შეაფასოს, ხელისუფლებამ ოპოზიციისგან ჯერ მოითხოვა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ოპოზიციამ ერთიანად წარადგინა საკითხების ჩამონათვალი და ამას დაარქვეს ულტიმატუმი. საარჩევნო სისტემა არის ცენტრალური საკითხი. ჩვენ თუ გვეკითხებიან, რა არის მთავარი, ვეუბნებით, რომ ეს არის საარჩევნო საკითხი, თუ ამას ულტიმატუმს უწოდებენ და გაექცევიან დიალოგს, ეს მათი გადაწყვეტილებაა.
"ევროპულმა საქართველომ" გამოიყენა ყველა კონსტიტუციური ფორმატი იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, "ევროპულმა საქართველომ" წარადგინა საკითხების ჩამონათვალი და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომლებთანაც შესაძლოა "მოლაპარაკება შედგეს", კახიძის განცხადებით, "მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიები იყვნენ ერთიანი".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია