დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ავტორი:
2018/იანვარი/22 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mechiauri.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/474164-thianethis-sakrebulom-2018-tslis-biujeti-daamtkica.html", "headline": "თიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა", "datePublished": "2018-01-22 11:28:37", "dateModified": "2018-01-22 11:28:37", "description": "თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/mechiauri.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისი განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დღეს ეს შედეგი დადგებოდა. ამასთან, თიანეთის მერის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ფაქტობრივად, ერთხმად მოხდა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მერიის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხიც.
როგორც თიანეთის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის სახსრები სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორისაა, საბავშვო ბაღების როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კვების კუთხით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ტრანსპორტი, გარე განათება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

როგორც ცნობილია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ იყო დაწუნებული, რასაც თამაზ მეჭიაური „ხელოვნურად მართულს“ უწოდებდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია