დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რიმა ბერაძე - ოპონენტები ციფრებზე აპელირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ
ავტორი:
2018/იანვარი/17 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/beradzerima.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473413-rima-beradze-oponentebi-cifrebze-apelirebith-sazogadoebis-shecdomashi-sheyvanas-cdiloben.html", "headline": "რიმა ბერაძე - ოპონენტები ციფრებზე აპელირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", "datePublished": "2018-01-17 05:20:02", "dateModified": "2018-01-17 05:20:02", "description": "თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/beradzerima.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილებები ორი მთავარი მიზნიდან გამომდინარეობს.

მისი თქმით, პირველი, ეს არის დედაქალაქის მმართველობის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო მეორე - იმ დანაპირების შესრულება, რომლის თანახმად, ქალაქის მმართველობა უფრო ეფექტური და საზოგადოებაზე ორიენტირებული უნდა გახდეს.

დეპუტატმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპონენტები, ციფრებზე აპელირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მოსახლეობას თანამდებობრივ სარგოებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას აწვდიან.

რიმა ბერაძის თქმით, ძველი კანონმდებლობით საჯარო მოხელეები ხელფასს და დანამატს ცალ-ცალკე იღებდენ, ხოლო წარმოდგენილი კანონპროექტით მხოლოდ მათი გაერთიანება ხდება, რაც ხელფასების ზრდას არ იწვევს.

,,როგორც იცით, წარმოდგენილი პროექტით, პრემიებს თანამდებობის პირები აღარ მიიღებენ, თანამშრომლის პრემირება კი მხოლოდ მის მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაზე იქნება დამოკიდებული’’, - განმარტა დეპუტატმა და აქვე აღნიშნა, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს თანამდებობის პირებმა პრემიებზე უარი პირველივე სხდომაზე თქვეს.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ოპოზიცია, დიალოგისა და ურთიერთშეთანხმების ნაცვლად, სპეკულირების გზას ირჩევს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია