დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გამო ვიჭერთ, ამის მერე მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მართლმსაჯულებაში მიცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი
ავტორი:
2018/იანვარი/16 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/margvelashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473376-giorgi-margvelashvili-rac-msoflios-vamcneth-rom-prezidents-5-pijakis-gamo-vitcerth-amis-mere-moikhsna-yvela-im-adamianis-mimarth-tsitheli-cirkularith-dzebna-romeltha-marthlmsajulebashi-micema-iyo-dzalian-mnishvnelovani.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გამო ვიჭერთ, ამის მერე მოიხსნა...", "datePublished": "2018-01-16 19:31:54", "dateModified": "2018-01-16 19:31:54", "description": "საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/margvelashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრულმა ე.წ. პიჯაკების საქმემ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩააყენა.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მაღალი დონის შეხვედრებზე ხშირად დაუსვამთ კითხვა - მართლა პიჯაკებისთვის ასამართლებთ პრეზიდენტს?! მანვე ისაუბრა იმაზე თუ რატომ არ ხსნიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი პრეზიდენტის დროინდელ ხარჯებს „საიდუმლო“ გრიფს.

”2014 წელს პროკურორებმა მომმართეს, რომ მომეხსნა გრიფი. ამ დროს მე ვუთხარი მათ, რომ გრიფის მოხსნა მიზანშეუწონლად მიმაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესს არ უშლიდა ხელს ის, რომ გრიფი ედო. გრიფის მოხსნა იყო მარტო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ეს პიჯაკები და ევროპა და ამერიკა შოკში იყო იქიდან გამომდინარე, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა პიჯაკები. ამის თაობაზე პროკურატურამ დაიწყო საუბარი ღია ეთერში მაშინ, როდესაც ამით არღვევდა კანონს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. ჩაერთო ”ქართული ოცნების” ახალი, მაგრამ მაშინ ძალიან კარგად დამუშავებული მესიჯი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს ხელს აფარებს. საბოლოოდ, როდესაც შევხედე, ვნახე, რომ ინფორმაციის განსაიდუმლოება არანაირ ზიანს არ აყენებს სახელმწიფოს, მოვხსენი მაშინ გრიფი. ამ გრიფის მოხსნის შემდეგ მოხდა ის, რომ ეს ასე ვთქვათ სკანდალური საბუთები აფრიალდა ეთერში და ცოტა ხანში, მე მართლაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი არაერთ მაღალი დონის შეხვედრებზე. მეკითხებოდნენ: სერიოზულად, ამაზე ასამართლებთ პრეზიდენტსო?”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი საქმეებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაინახეს ერთგვარი სტანდარტი, რამაც განაპირობა მათ შორის წითელი ცირკულარის მოხსნა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე. ”ამ გრიფის მოხსნის შემდეგ, რაც მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გამო ვიჭერთ, ამის მერე მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მართლმსაჯულებაში მიცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად არის ადეიშვილი. დაინახეს სტანდარტი, შეირყა ქართული მართლმსაჯულების იმიჯი. რატომ მოხსნეს ადეიშვილი ძიებიდან? იმიტომ, რომ დაინახეს ეს პოლიტიკური სტანდარტი. მეჩვენებოდა, რომ სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობდით. მე სააკაშვილს სუშისა და პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი? მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური რეალობა ადამიანების ტვინებში უცნაურ დეფორმაციას განიცდის. არ მომწონდა იმის გამო, რომ ტელევიზიებს არბევდნენ, მიტინგების შემდეგ ქუჩაში რჩებოდა გარდაცვლილი ხალხი, არ მომწონდა იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი ციხეში იჯდა. ამდენი მოწოდების შემდეგ რა აღმოჩნდა, რომ ჩავდივარ ევროპაში და მეკითხებიან: თქვენ ოპოზიციაში რატომ იყავით, პიჯაკები იყიდა არასწორად პრეზიდენტმა?”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია