დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილი - 26 მაისს დაგეგმილი ვიზიტები ადასტურებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი
ავტორი:
2018/მაისი/25 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/abashishvili_78400.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494970-giorgi-abashishvili-26-maiss-dagegmili-vizitebi-adasturebs-chveni-megobari-qveynebis-mtkice-mkhardatceras-saqarthvelosadmi-misi-damoukideblobisa-da-suverenitetisadmi.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი - 26 მაისს დაგეგმილი ვიზიტები ადასტურებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერ...", "datePublished": "2018-05-25 05:00:29", "dateModified": "2018-05-25 05:00:29", "description": "26 მაისს დაგეგმილი ვიზიტები ადასტურებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/abashishvili_78400.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 26 მაისს დაგეგმილი ვიზიტები ადასტურებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, ვინაიდან 6 ქვეყნის პირველი პირი თავისუფლების მოედნიდან მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს და დააფიქსირებს ქვეყნისადმი მხარდაჭერა.

გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, გარდა პირველი პირებისა, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგატები და გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ფუძნდება. ასევე, გაიმართება პოლიტიკური დისკუსია.

“26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩამოვა 6 ქვეყნის პრეზიდენტი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია. ეს ადასტურებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი. დელეგაციების მიღება დაიწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 6 პრეზიდენტი საქართვველოს მოსახლეობას მიმართავს თავისუფლების მოედნიდან. ამ ვიზიტების ფარგლებში ასევე შედგება ეკონომიკური ფორუმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ფუძნდება და უმაღლესი რანგის პოლიტიკური დისკუსიის მრგვალი მაგიდა გაიმართება”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ზეიმობს. გარდა ოფიციალური ვიზიტებისა, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა სახის როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი ღონისძიებები. აგრეთვე, ახალწვეულები დადებენ ფიცს და გამოიფინება სამხედრო ტექნიკა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია