დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოების მისაღწევად საზოგადოების თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია
ავტორი:
2018/იანვარი/12 22:30:02
../photo/2015_02/0-1aOQT-2014/sesiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472865-irakli-sesiashvili-mshvidobis-dacva-ar-aris-khelisuflebis-eqskluziuri-ufleba-aramed-usafrthkhoebis-misaghtsevad-sazogadoebis-thanamonatsileoba-mnishvnelovania.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილი - მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოების მის...", "datePublished": "2018-01-12 18:33:32", "dateModified": "2018-01-12 18:33:32", "description": "მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, თუ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aOQT-2014/sesiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, თუ საზოგადოება არ იქნება ამის თანამონაწილე, ძალიან რთული იქნება შედეგზე გასვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას, პანკისის ხეობაზე საუბრისას განაცხადა.

ამ კონტექსტში მან დანაშაულის დაფარვის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. “მე მინდა პატარა მინიშნება გავაკეთო - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც იყო ნომერ პირველი თემა არა მარტო საქართველოში. ყველამ დაინახა, რომ მოხდა ტერორისტების ლიკვიდაცია, სამწუხაროდ, დაიღუპა ჩვენი სპეცრაზმელი და ამ მოვლენის დასრულების შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდნენ თანამოქალაქეები, რომლებიც ამ ტერორისტებს ეხმარებოდნენ. ეს ადამიანები ამ ყველაფერს უყურებდნენ. ნახეს, რომ მოხდა იმ ადამიანების ლიკვიდაცია, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში იმყოფებოდნენ, თუმცა, ეს ადამიანები პოლიციაში არ გამოცხადდნენ. რიგ შემთხვევაში ხდება საკითხზე თვალის დახუჭვა. ის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რადიკალურ ჯგუფებთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ეს ყველაფერი ადგილზე ძალიან ბევრმა კარგად იცოდა”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების დაკავშირება არ შეიძლება. ”ეს არის დაუშვებელი. აქ ჩვენ გვაქვს საქმე კრიმინალთან და ტერორიზმთან. ქვეყანა ავაცილეთ სერიოზულ საფრთხეებს”, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია