დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მოსალოდნელ გარიგებაზე საუბრობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/09 10:00:04
"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მოსალოდნელი გარიგების შესახებ საუბრობს.
როგორც მან გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მზად არიან ხმა გიორგი მარგველაშვილს მისცენ, ოღონდ კი "ბურჯანაძე არ გავიდეს".
"ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება უნდა. "ნაციონალურ მოძრაობას" თავიდან უნდოდა ბაქრაძის მეორე ადგილი, მაგრამ იცის, რომ დღეს ეს შეუსრულებელი მისიაა, ამიტომ მისი ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ დაუშვას ბურჯანაძის პრეზიდენტობა. არის სქემები, რომლითაც, თუ საჭირო იქნება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები წააშველებენ ხმებს გიორგი მარგველაშვილს, რომ როგორმე ის წავიდეს წინ და პირველ ტურში მოიგოს. ყველაფერს გააკეთებენ რომ ბურჯანაძის გამარჯვებას ხელი შეუშალონ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან – დამთავრდება "ნაციონალური მოძრაობა" ჩემი მისვლით", - განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აღმოჩნდა "ქართულ ოცნებაში" "დემოკრატიული მოძრაობის" ადგილი, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მას არასდროს ჰქონია იმ კოალიციის წევრობის სურვილი, რომელშიც "არიან ადამიანები, რომელთაც ბაქრაძე ურჩევნიათ პრეზიდენტად ბურჯანაძის პრეზიდენტობას და რომელთათვისაც "ნაციონალური მოძრაობის" პრინციპები და დევიზები ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე მისი".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია