დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ბერაიას აზრით, ნდობის ჯგუფი ის ფორმატია, სადაც სპეცოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განიხილებოდეს
ავტორი:
2018/იანვარი/05 13:00:02
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/beraia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471855-irakli-beraias-azrith-ndobis-jgufi-is-formatia-sadac-specoperaciebthan-dakavshirebuli-sakithkhebi-sheidzleba-ganikhilebodes.html", "headline": "ირაკლი ბერაიას აზრით, ნდობის ჯგუფი ის ფორმატია, სადაც სპეცოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები შეიძლ...", "datePublished": "2018-01-05 09:09:11", "dateModified": "2018-01-05 09:09:11", "description": "თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია მიიჩნევს, რომ პარლამე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/beraia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია მიიჩნევს, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფი ის ფორმატია, სადაც სპეცოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განიხილებოდეს.

“ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოსმენა რატომ არ იმართება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომის ფორმატში და რატომ ხდება საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვა, როცა მსგავსი საკითხების მოსმენა აღნიშნული ჯგუფის კომპეტენციას არ წარმოადგენს, ბერაიამ განაცხადა, რომ “ზოგადად, ნდობის ჯგუფი სპეცსამსახურების საქმიანობის საიდუმლო მხარეს განიხილავს, რაც მხოლოდ ფინანსურ კონტროლს არ ეხება“.

“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ბევრ დეტალს მოიცავს, რომელიც საიდუმლო რეჟიმში ხორციელდება. შესაბამისად, ნდობის ჯგუფის ფორმატი არის ის ფორმატი, რომელიც ამის განხილვის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებს ირაკლი ბერაია.

“ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, 5-წევრიანი ნდობის ჯგუფის კომპეტენციას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლი და საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა წარმოადგენს.

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენის მიზნით, 4-დეკემბერს პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა დახურულ ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს და გამოძიების ხელთ არსებულ ინფორმაციას გაეცნენ. ამასთან, როგორც დღეს ირაკლი ბერაიამ განაცხადა, თუ ნდობის ჯგუფი საჭიროდ ჩათვლის, რომ რაღაც ეტაპზე აუცილებელია გომელაურის მოსმენა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია