დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გენადი ონიშენკო ქართული ღვინის მწარმოებლებთან ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 11:00:03
გენადი ონიშენკოს ქართული ღვინო ისევ არ მოეწონა ", - ამ სათაურით ეხმაურება "ბიბისის" რუსული სამსახური "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის, გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებას , ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რამდენიმე სახეობის დაწუნების თაობაზე.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა უარი თქვა რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური პროდუქციის 28 სახეობის დაშვებაზე.
"ექსპერტიზის შედეგებით, ბოლო კვირის განმავლობაში გაფორმდა 28 საექსპორტო დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წარმოდგენილი პროდუქციის ნიმუშები არ შეესაბამება მოთხოვნებს", - განაცხადა გენადი ონიშენკომ.
მისივე თქმით, 28 დაწუნებულს შორის არიან კომპანია "იმედი 96", "შუხმან ვაინს ჯორჯია", "ძმები ასკანელები", "ახალშენი 2005".
"ყოველივე ამან კიდევ ერთხელ დაგვაეჭვა ქართული მხარის სურვილში, დაამყაროს გრძელვადიანი სტაბილური და ცივილური ურთიერთობები, რომლის მთავარი საყრდენი შეიძლება იყოს რუსულ ბაზარზე წარმოდგენილი სტაბილურად ხარისხიანი ღვინის სახეობები", - აღნიშნა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.
როგორც გენადი ონიშენკომ განაცხადა, ასეთი უარყოფითი დასკვნები ქართული ღვინის ნიმუშებზე მიუთითებს, რომ ქართული ღვინის ყველა მწარმოებელმა არ გაიაზრა ყველა გაკვეთილი.
"ყოველივე ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გადავხედოთ ქართული მხარის მისწრაფებას, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები ჩვენთან", - აღნიშნა გენადი ონიშენკომ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია