დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დახმარებაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 22:00:02
../photo/2015_02/kvirikashvilipatriotebi-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469755-giorgi-kvirikashvili-qveynis-interesebidan-gamomdinare-rusethis-dakhmarebaze-uars-aravithar-shemthkhvevashi-ar-vityvi.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დახმარებაზე უარს არავითარ შემთხვევაშ...", "datePublished": "2017-12-20 18:07:12", "dateModified": "2017-12-20 18:07:12", "description": "პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/kvirikashvilipatriotebi-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დახმარებაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვის, - ამის შესახებ კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ბორჯომის ხანძრის დროს ტექნიკის გამოყენებას რაც შეეხება, პირველივე დღეს იყო ნოტა გაგზავნილი რუსეთის მთავრობაში, შვეიცარიის მეშვეობით ჩვენ გადავეცით ეს ნოტა. იქ იყო საჭირო ტექნიკა, რომელიც საცეცხლე კერებთან ახლოს მიდიოდა. ყველაზე ეფექტური ასეთ დროს აღმოჩნდა ვერტმფრენებით წყლის მიტანა საცეცხლე კერებთან და ჩვენ მივიღეთ დახმარება და აღარ ჩამოვთვლი იმ ქვეყნებს. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ცეცხლის კერა გაიზარდა და ახალ ტერიტორიებზე გადასვლის საფრთხე გაჩნდა, იმ ღამესვე მივიღე გადაწყვეტილება და ღამის 2 საათზე დავურეკე ზურაბ აბაშიძეს, რომ დილისთვის სასწრაფო წესით განეახლებინა ჩვენი მოთხოვნა. იქიდან წამოვიდა თანხმობა, მაგრამ ქარის მიმართულებამ და არსებულმა ტექნიკამ დილით მოგვცა საშუალება, რომ ლოკალიზება გაგვეკეთებინა ცეცხლის და ნამდვილად აღარ გახდა საჭირო დიდი თვითმფრინავების შემოყვანა. დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან თუ გახდება საჭირო, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, არავითარ შემთხვევაში, ასეთ დახმარებაზე უარს არ ვიტყვი. მე არ მაქვს არანაირი უფლება ასეთი უარი ვთქვა პოლიტიკური მიზეზების გამო და მზად ვიყავი, მიგვეღო ეს დახმარება. მთელი ამბავი ატყდა ამაზე და საერთოდ არ მაღელვებს იმ ადამიანების რეაქცია, რომელიც ამ ტიპის დახმარებაზე უარყოფითი რეაქცია გააკეთეს, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ერთი პატარა ჯგუფი ადამიანების მიერ ბორკილებდადებულები და ჩვენი ქვეყნის შველა როცა არის საჭირო, არ ვუშველოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია