დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა დოლიძე - თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო შოკოლადი, უნდა მოხმარდეს არხს, რომელიც პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან იქნება თავისუფალი
ავტორი:
2017/დეკემბერი/18 23:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/dolidze_8f58d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469242-ana-dolidze-thankha-romlithac-sheidzleba-me-chems-shvils-vuyido-shokoladi-unda-mokhmardes-arkhs-romelic-politikuri-da-komerciuli-gavlenisgan-iqneba-thavisufali.html", "headline": "ანა დოლიძე - თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო შოკოლადი, უნდა მოხმარდეს არხს, რომელიც პო...", "datePublished": "2017-12-18 19:33:28", "dateModified": "2017-12-18 19:33:28", "description": "თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო საწერკალამი ან შოკოლადი, უნდა მოხმარდეს არხს, რომელიც ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/dolidze_8f58d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო საწერკალამი ან შოკოლადი, უნდა მოხმარდეს არხს, რომელიც პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან იქნება თავისუფალი, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ კანონს“ დაადებს თუ არა ვეტოს, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დოლიძის აზრით, დღესდღეობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარი ფუნქცია დაკარგოს.
”ვინც ვმუშაობთ, ყველანი ვიხდით საშემოსავლო გადასახადს, აქედან გარკვეული თანხა აკლდება გზას, საავადმყოფოს, სკოლას, ინფრასტრუქტურას და მიდის პირველ არხზე. გამომდინარე აქედან, ყველასთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ ეს თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდი საწერკალამი ან შოკოლადი, წავიდეს იმ მიზანზე, რა მიზნისთვისაც არის განკუთვნილი. ამით პატარა თანხა არ გროვდება, საუბარია 40, 44 თუ 50 მილიონ ლარზე, რომელიც უნდა მოხმარდეს ტელევიზიას, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია