დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა მართვის ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს
ავტორი:
2017/დეკემბერი/18 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469234-irakli-kobakhidze-damatebithi-fraqciebis-sheqmna-marthvis-optimizacias-khels-sheutsyobs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა მართვის ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს", "datePublished": "2017-12-18 18:01:32", "dateModified": "2017-12-18 18:01:32", "description": "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა და ჩვენი აზრით, დამატ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა და ჩვენი აზრით, დამატებითი ფრაქციების შექმნა მართვის ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქციის შექმნის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმრავლესობაში განხეთქილების შესახებ საუბარი არის სპეკულაცია, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

„ჩვენ ვახერხებდით აქამდეც, უმრავლესობის შიგნით, ურთიერთობების სათანადოდ დარეგულირებას, მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა და ჩვენი აზრით, დამატებითი ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას უმრავლესობის შიგნით. ეს არის ფრაქციების ჩამოყალიბების მიზანი. ეს იყო გარკვეული სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, მთლიანად, საფუძველს იყო მოკლებული ეს საუბარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია