დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროსაბჭოში „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“ გაიმართა
ავტორი:
2018/აპრილი/26 19:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chugoshvili_9afb7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490072-evrosabtcoshi-paneluri-diskusia-genderuli-thanastsorobis-shesakheb-gaimartha.html", "headline": "ევროსაბჭოში „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“ გაიმართა", "datePublished": "2018-04-26 15:36:07", "dateModified": "2018-04-26 15:36:07", "description": "ევროსაბჭოში დღეს „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chugoshvili_9afb7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროსაბჭოში დღეს „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა, დანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ იენსენმა, შვედეთის დელეგაციის წევრმა, იონას გუნარსონმა და ასამბლეის თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სერბმა დეპუტატმა ელვირა კოვაჩიმ.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გვქონდა ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ყველაზე დაბალია. ამავე დროს, აქ არიან ქვეყნები, რომელთაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ამ მიმართულებით. ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებსაც და კაცებსაც ჰქონდეთ თანასწორი შესაძლებლობები, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულები. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის ამ კუთხით გაუმჯობესებას, ვინაიდან ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ღონისძიება ჟურნალ “პარლამენტის” ორგანიზებით ჩატარდა, რომელზეც ასევე ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია