დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2017/დეკემბერი/17 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/suamiparlamentishexvedra.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469036-parlamentshi-suam-is-saparlamento-asambleis-biurosa-da-baltiis-asambleis-prezidiumis-shekhvedra-gaimartha.html", "headline": "პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა გაიმართ...", "datePublished": "2017-12-17 18:25:02", "dateModified": "2017-12-17 18:25:02", "description": "საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/suamiparlamentishexvedra.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეამ და ბალტიის ასამბლეამ ერთობლივი განცხადება შეიმუშავა რომელსაც ხვალ, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაზე მოეწერება ხელი.

“შევთანხმდით ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც ხვალინდელ სესიაზე მოეწერება ხელი. ვაპირებთ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ბალტიისპირეთისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს შორის. განცხადებაში ასახულია ბალტიისპირეთის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, - განაცხადა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი მოსიძემ.

“ყველნი ვთანხმდებით, რომ ის საერთაშორისო სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველას, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, ერთობლივად მოვახმაროთ საერთო ინტერესების გაძლიერებას - ევროპული მშვიდობის და პროგრესის ხელშეწყობას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს გამართულ შეხვედრაში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები და ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობდა.

საქართველოს პარლამენტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიორგი მოსიძე, გიორგი გაჩეჩილაძე და გედევან ფოფხაძე.










წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია