დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო
ავტორი:
2017/დეკემბერი/17 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kobaxidzevizitipoloneti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469031-irakli-kobakhidzis-oficialuri-viziti-polonethshi-daitsyo.html", "headline": "ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო", "datePublished": "2017-12-17 16:38:10", "dateModified": "2017-12-17 16:38:10", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი დაიწყო. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kobaxidzevizitipoloneti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად, ვარშავაში, ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა.

პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობასა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

“პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით განვითარდება-როგორც კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით, სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, უკვე ხვალ შეხვდეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც დატვირთულია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ეს იქნება დამატებითი იმპულსი, დამატებითი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების საქმეში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია