დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ომბუდსმენმა შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის რეკომენდაცია გასცა
ავტორი:
2017/დეკემბერი/17 13:00:02
../photo/2015_02/000000000APRILI/saxalxo-damcveli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468991-ombudsmenma-shshm-pirtha-mier-satransporto-sashualebebis-parkirebis-adgilebith-daubrkoleblad-sargeblobis-rekomendacia-gasca.html", "headline": "ომბუდსმენმა შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის ...", "datePublished": "2017-12-17 08:55:44", "dateModified": "2017-12-17 08:55:44", "description": "სახალხო დამცველმა ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, შშმ პირთა მიერ ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/000000000APRILI/saxalxo-damcveli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახალხო დამცველმა ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესები კონკრეტული აქტით მხოლოდ რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში რეგულირდება, თუმცა მოქმედი რეგულაციები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, შშმ პირის მიერ სპეციალური სადგომით სარგებლისათვის აუცილებელია შესაბამისი საცნობი ნიშნის ქონა, თუმცა დადგენილებებით არ არის განსაზღვრული საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება. პარკირების წესებით გაურკვეველია საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა აქვს თუ არა ყველა შშმ პირს, მიუხედავად შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხისა და ან/და მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა: საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრა; საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, ისე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის; საცნობი ნიშნის განთავსების შესაძლებლობა ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად შშმ პირის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა; სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მათი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გამოყენების უზრუნველყოფა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 801
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია