დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
ავტორი:
2014/მაისი/29 12:00:02
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას 500-მდე სტუმარი დაესწრო.
მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, კონგრესმენები და სენატორები, ასევე სხვადასხვა ანალიტიკური ჯგუფების წევრები, ექსპერტები, ვაშინგტონში მცხოვრები ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ, ასევე აშშ-ს არმიის მდივანმა ჯონ მაკჰაგმა და კონგრესმენმა ტედ პომ. მაღალი რანგის სტუმრებმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვევს აშშ-საქართველოს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, მათ მადლობა გადაუხადეს ქართველ სამხედროებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მამაცი და თავდადებული მონაწილეობისთვის. კონგრესმენმა და არმიის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმეს რეგიონში რუსეთის ქმედებები.
"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესანიშნავი ურთიერთობები არსებობს, რაც ჩვენს საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა კონგრესმენმა ტედ პომ.
აშშ-საქართველოს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს ნიკა რაჭველმა და ნინო ქათამაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია