დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 16:00:02
"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ბურჯანაძემ პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მედიას, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" წარუდგინა.
როგორც პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა განუცხადა, საარჩევნო პროგრამისადმი ექსპერტებმა პოზიტიური შეფასებები გამოთქვეს.
"დადებითი და პოზიტიური შეფასებები მოჰყვა ჩვენს პროგრამას ექსპერტების მხრიდან. მართლა მაღალი შეფასება მისცეს დოკუმენტს და ქვეყნის წინსვლის პროგრამაც კი უწოდეს, რაც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. აქ არის ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, თუ რა შედეგი შეიძლება იქნეს კომპეტენტური და სწორი მართვის შედეგად მიღწეული ქვეყანაში, რა პრობლემები უნდა მოგვარდეს როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე, რათა ქვეყანა გახდეს საერთაშორისო სამართლის ობიექტი და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი; უზრუნველყოს საკუთარი ინტერესების განხორციელება, უპირველესად გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; ეროვნული იდეის უზრუნველყოფა და ამ იდეით ქვეყნის განვითარება ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, პროგრამა გაწერილია პრეზიდენტის კომპეტენციის ჩარჩოებში და მისი მთავარი ამოცანების განსახორციელებლად მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობა აუცილებელია.
"ბატონმა სოსო ცისკარიშვილმაც ბრძანა, რომ თუკი პრემიერ-მინისტრი სწორედ გამოიყენებს ამ პროგრამას მართლაც იდეალური სამოქმედო გეგმა იქნება ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა პრეზიდენტი მარსზე ან ცალკე კუნძულზე ხომ არ იქნება, მას ბუნებრივია, შეხება ექნება მთავრობასთანაც და პარლამენტთანაც. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროგრამა პრეზიდენტის კომპეტენციის ჩარჩოებშია მოქცეული, მისი მთავარი ამოცანების განსახორციელებლად აუცილებელია მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობა. თუმცა ისეთ პარლამენტთან, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს და არა ალბათ ამ პარლამენტთან, რომელიც ახლა რეალურად არ გამოხატავს ხალხის ნებას, თუმცა სანამ არ იქნება ახალი არჩევნები, ბუნებრივია, ვითანამშრომლებ მათთანაც. ჩვენი პროგრამა ძალიან რეალისტური, კომპეტენტურია და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ის გამოიყენოს და გაითვალისწინოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
საარჩევნო პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, "სახალხო კრების" წევრებიც ესწრებოდნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია