დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"საქართველოს გზა" ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 15:30:03
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადაში არმონაწილეობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს გზიდან" აცნობეს, თეიმურაზ მურვანიძის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე რეაგირება დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. მისივე თქმით, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დააყენონ საკითხი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში საქართველოს არმონაწილეობის შესახებ. კონფლიქტების მოგვარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს კი მოვუწოდებთ, რომ ეს საკითხი სხვა არგუმენტებთან და ბერკეტებთან ერთად დაუყონებლივ იქნეს გამოყენებული "მცოცავი ოკუპაციის" ტემპების შესამცირებლად, მანამ, სანამ ეს საკითხი არ გახდება სერიოზული მოლაპარაკებების საგანი საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი ქვეყნის პარტნიორების ჩართულობით. ასევე, ქართულმა მხარემ დააყენოს საკითხი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ იმ შემთხვავაში თუ არ შეწყდება მცოცავი ოკუპაცია საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნების დელეგაციებმაც ბოიკოტი გამოუცხადონ, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას", - განაცნხადა თეიუმურაზ მურვანიძემ.
მისივე თქმით, ის თანადგომას უცხადებს რუსული საჯარისო ნაწილების მიერ დაზარალებულ მოსახლეობას.
"ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენს თანამემამულეებს, შეუქმნას ღირსეული და მისაღები დროებითი საცხოვრებელი პირობები", - განაცხადა თეიმურაზ მურვანიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია