დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი გაბაშვილი - საღამოს ნაგვის გატანით არც ერთ ქალაქში საცობების პრობლემა არ გვარდება, არამედ გვარდება ტრანსპორტის მოწესრიგებით
ავტორი:
2017/დეკემბერი/13 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/gabashvili_c7c37.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468464-giorgi-gabashvili-saghamos-nagvis-gatanith-arc-erth-qalaqshi-sacobebis-problema-ar-gvardeba-aramed-gvardeba-transportis-motsesrigebith.html", "headline": "გიორგი გაბაშვილი - საღამოს ნაგვის გატანით არც ერთ ქალაქში საცობების პრობლემა არ გვარდება, არამედ გვა...", "datePublished": "2017-12-13 15:05:41", "dateModified": "2017-12-13 15:05:41", "description": "თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დედაქალაქის ხელისუფლებას მომავალი წლის ბიუჯეტში ტრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/gabashvili_c7c37.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დედაქალაქის ხელისუფლებას მომავალი წლის ბიუჯეტში ტრამვაის ხაზის მშენებლობის პროექტისათვის თანხების გათვალისწინებას სთავაზობს.

ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებს საკრებულოში განუცხადა, სადაც ტრანსპორტის საკითხებისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომა გაიმართა.

საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

გიორგი გაბაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, დაიწყონ პროექტის შესაქმნელად მუშაობა, რომელიც თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.

„პასუხად მივიღეთ, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობა არის ძალიან ძვირი. ვიცით, რომ ძალიან ძვირია, მაგრამ საუბარია პროექტის შემუშავებაზე, ის, რომ მომავალწელს გაკეთდეს აღნიშნული პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე მოხდეს საერთაშორისო წყაროებიდან თანხების მოზიდვა, რაც არის რეალური. ჰაერიდან მოტანილი ამბავი არ არის. მსგავსი რამ ადრეც მომხდარა“, - განაცხადა გაბაშვილმა.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნულის მაგალითად უნივერსიტეტის მეტროპოლიტენის მშენებლობის დასრულება, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის საავტომობილო გზის მშენებლობა დაასახელა.

„ამას ჰქვია მერიის მუშაობა. თუ მუშაობა არ უნდათ და ისე უნდათ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება, იმით, რომ იტყვიან, საღამოს საათებში გაიტანეთ ნაგავიო, ასე თბილისში საცობების პრობლემა არ მოგვარდება. არც ერთ ქალაქში საღამოს ნაგვის გატანით საცობების პრობლემა არ გვარდება. გვარდება ტრანსპორტის მოწესრიგებით“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია