დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 14:30:02
საქართველოს 10-11 ოქტომბერს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისია სავიზო ლიბერალიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესს შეაფასებს.
"თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ჩვენ არამარტო პარაფირებას მოვახდენთ ასოცირების და მასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, არამედ აქ საუბარი იქნება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზეც. სწორედ ეს მისია შეაფასებს სავიზო ლიბერალიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესს. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს პროგრესი დაფიქსირდეს ვილნიუსის სამიტზე, რათა შემდგომ მოგვეცეს საშუალება ძალიან სწრაფად განვავითაროთ სავიზო ლიბერალიზაციის ორივე ეტაპი",-აღნიშნა ზალკალიანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია