დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე - თუ ვინმეს ინტერესები აქვს, შეიქმნება ისეთი ადგილები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის აიტი სპეციალისტები და ინჟინრები იმუშავებენ
ავტორი:
2017/დეკემბერი/13 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadzemamukaaa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468436-mamuka-bakhtadze-thu-vinmes-interesebi-aqvs-sheiqmneba-isethi-adgilebi-sadac-maghali-kvalifikaciis-aiti-specialistebi-da-inzhinrebi-imushaveben.html", "headline": "მამუკა ბახტაძე - თუ ვინმეს ინტერესები აქვს, შეიქმნება ისეთი ადგილები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის აიტ...", "datePublished": "2017-12-13 13:40:09", "dateModified": "2017-12-13 13:40:09", "description": "თუ ვინმეს ასეთი ინტერესები აქვს, შეიქმნება ასეთი ადგილები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის აიტი სპეციალის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadzemamukaaa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ ვინმეს ასეთი ინტერესები აქვს, შეიქმნება ასეთი ადგილები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის აიტი სპეციალისტები და ინჟინრები იმუშავებენ, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის შეკითხვას, თუ რატომ იღებს ბიძინა ივანიშვილის ის კომპანია საშეღავათო ფასში ელექტროენერგიას, რომელიც მხოლოდ კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. ბახტაძის თქმით, ამ კომპანიას სხვა იმ კომპანიების მსგავსი ტარიფით მიეწოდება ელექტროენერგია, რომლებიც მაღალ ძაბვას მოიხმარენ.

„ამ ორგანიზაციას აქვს წვდომა, რაც აქვს გაკეთებული მარეგულირებელს ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელიც ღებულობს მაღალ ძაბვას. ჩემი პირადი მოსაზრება არის შემდეგი, თუ ვინმეს ასეთი ინტერესები აქვს, შეიქმნება ასეთი ადგილები, სადაც მაღალი კვალიფიკაციის აიტი სპეციალისტები და ინჟინრები იმუშავებენ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ექსკლუზიური, ჩემი სურვილი იქნება ასეთ ექსკლუზივებში იყოს ბევრი ადამიანი“, - განაცხადა ბახტაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ”დატა ცენტრს”, რომელიც მხოლოდ კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს და რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, ელექტროენერგია 9 თეთრად მიეწოდება. პარლამენტის დღევანდელ სესიაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, ბობოხიძე ფინანსთა მინისტრისგან დაინტერესდა, აქვს თუ არა ამ ცენტრის შესახებ ინფორმაცია და რატომ მიეწოდება ელექტროენერგია 9 თეთრად, როდესაც მთელ საქართველოში მისი საფასური 18 თეთრზე ნაკლებს არ შეადგენს.

”როდესაც ჩვენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს ვქმნიდით ქვეყანაში, ვიცოდით რა იყო ამის მიზეზი და რატომ ვუქმნიდით შეღავათიან პირობებს გარკვეულ ტერიტორიებზე საწარმოებსა და იურიდიულ პირებს. ამის მიზეზი იყო, რომ გვინდოდა ქვეყანაში ყოფილიყო მეტი სამუშაო ადგილი. მე მაინტერესებს, იცით თუ არა იმ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ რომელსაც ”დატა ცენტრი” ჰქვია და რომელიც მუშაობს მხოლოდ ”ბიტკოინების” გამომუშავებაზე, ეს ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყნიდან ღებულობს 9-თეთრიან დენს და დენის გარდა მას იქ არაფერი ხარჯი არ აქვს. მაინტერესებს რა ინტერესი ჰქონდა სახელმწიფოს, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისცა განსაკუთრებული სტატუსი, რომ მან იშოვოს მხოლოდ ფული - კრიპტოვალუტის მეტს ეს ”დატა ცენტრი” არ აკეთებს არაფერს. მაინტერესებს რა სამაგიერო ხეირი აქვს სახელმწიფოს, რამდენი ადამიანია დასაქმებული, რომ ამის გამო მილიარდერს ვაძლევთ დენს 9 თეთრად”, - განაცხადა ბობოხიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია