დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მამუკა კაციტაძე - ხელისუფლება პრეზიდენტს მიმართავს, ვეტოს ტექსტს გამოგიგზავნით და ხელი მოაწერეო, ეს უკვე აბუჩად აგდებაც აღარაა
ავტორი:
2017/სექტემბერი/29 12:30:02
../photo/2015_02/0-00IANV-2016/kacitadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454961-mamuka-kacitadze-khelisufleba-prezidents-mimarthavs-vetos-teqsts-gamogigzavnith-da-kheli-moatsereo-es-ukve-abuchad-agdebac-agharaa.html", "headline": "მამუკა კაციტაძე - ხელისუფლება პრეზიდენტს მიმართავს, ვეტოს ტექსტს გამოგიგზავნით და ხელი მოაწერეო, ეს ...", "datePublished": "2017-09-29 08:16:02", "dateModified": "2017-09-29 08:16:02", "description": "ხელისუფლება მიმართავს პრეზიდენტს ჩვენს სამჯერ კენჭნაყარ კონსტიტუციას ვეტო დაადეო. მე ასეთი რამ არ გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00IANV-2016/kacitadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხელისუფლება მიმართავს პრეზიდენტს ჩვენს სამჯერ კენჭნაყარ კონსტიტუციას ვეტო დაადეო. მე ასეთი რამ არ გამიგია, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფეენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და ვენეციის კომისიის წინადადებები, მას სიტუაციის აქამდე მიყვანა არ დაჭირდებოდა.

"კონსტიტუციური რეფორმა მიდის განხილვების, დებატების, მსჯელობების, დისკუსიების ფონზე, ტარდება ფორსირებულად სამ დღეში ორი მოსმენა, შემდეგ სამი თვე გვაქვს, ეს სამი თვეც გადის, უცებ ტარდება ისევ მესამე მოსმენა ვენეციის კომისიის ძირითად დასკვნამდე. მესამე მოსმენიდან რამდენიმე საათში ხელისუფლება მიმართავს პრეზიდენტს - ჩვენს სამჯერ კენჭნაყარ კონსტიტუციას ვეტო დაადეო. მე ასეთი რამე არ გამიგია, რომ ხელისუფლება და პარლამენტი, რომელმაც კანონი მიიღო სამი მოსმენით იმ წუთშივე მიმართავს პრეზიდენტს, რომ იქნებ ვეტო დაადოო, რომ უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთო. თვეების განმავლობაში ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და ვენეციის კომისიის წინადადებები, მას სიტუაციის აქამდე მიყვანა არ დაჭირდებოდა. ხელისუფლებამ არ შეისმინა არაფერი. ალბათ გახსოვთ, ბონუსების აუცილებლობაზე რა რიხით ამტკიცებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ბონუსი არის სტაბილურობის გარანტია, ახლა ამბობენ, რომ ბონუსი აღარ გვინდა, დესტაბილიზაციისკენ გვიბიძგებენ ხელისუფლების წარმომადგენლები? სწორი არ იყო ის, რომ გაუნაწილებელი მანდატები წაიღოს ერთმა, ანუ ერთმა მოიპაროს ყველაფერი რაც სხვასაც ეკუთვნის. ვეუბნებოდით, რომ თანამშრომლობის ფორმა, რასაც ჰქვია ბლოკი არ უნდა აკრძალო, რადგან სამწუხაროა, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლება სწორედ ბლოკების მიერ შეიცვალა. აუქმებ ბლოკს, ანუ ამბობ იმას, რომ არავინ შემცვალოს. რეალურად ეს დათმობა არაა, ესაა იძულებითი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ვიდრე მესამე მოსმენა იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათ ვენეციის კომისიისგან აიღეს ვალდებულება, რომ რამდენიმე მიმართულებას შეცვლიდნენ, კერძოდ, გააუქმებდნენ ბონუსებს, დაწევდნენ ერთჯერადად ბარიერს და ა. შ. ახლა მესამე მოსმენის კენჭისყრის შემდეგ, მიმართეს პრეზიდენტს ვალი შენ გაგვისტუმრეო. გამოგიგზავნით ვეტოს ტექსტს თქვენ ხელი მოაწერეთო. ეს უკვე აბუჩად აგდებაც აღარაა", - განახადა კაციტაძემ.

კაციტაძის აზრით, პრეზიდენტი არ დათანხმდება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ცვლილებას ორი მიმართულებით და გამორიცხულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და 20 პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული, სამოქალაქო სექტორთან შეჯერებული წინადადებების 5-პუნქტიანი პაკეტი ტრანსფორმირდეს და დავიდეს ორ თუ ერთნახევარ პუნქტამდე, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია