დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანიამ მშენებარე სასტუმრო `რიქსოსი~ დაათვალიერა
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 21:00:02
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ცენტრში, 100 მილიონიანი ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ”რიქსოსი” და სასტუმროსთან მშენებარე სამუზეუმო ფართი დაათვალიერა.
ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ თბილისის მერს ებრაული ინვესტიციით დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის შესახებ აუწყა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისთვის, ბიზნეს პალატის ორგანიზებით, თბილისში დაგეგმილა ბიზნესფორუმი და საქველმოქმედო ვახშამი.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მთავრობა მზად არის განიხილოს პროექტები და გასცეს მშენებლობის ნებართვები. მისივე თქმით, ჯამში საუბარია 300 მილიონამდე ინვესტიციაზე, რომლის ნაწილი უკვე განხორციელდა, ნაწილი კი მომდევნო წლებში განხორციელდება.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ოქტომბერში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე, რომელშიც ებრაული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, დედაქალაქის მთავრობა საინტერესო პროექტებს წარადგენს.
იციკ მოშემ დავით ნარმანიას თბილისის მერად არჩევასთან დაკავშირებით იერუსალიმის მერის მილოცვა და ქართულ-ებრაულ ბიზნეს ფორუმზე მიწვევა გადასცა. ბიზნესფორუმი 2015 წლის იანვარში, იერუსალიმში გაიმართება.
დავით ნარმანიასთან ერთად მშენებარე ობიექტი ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო კომისიის თანათავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილმა დაათვალიერა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია