დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - როდესაც ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში და საქართველოში იყოს მშვიდობა, რომ მთელ მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvikrikaxanuqa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468255-giorgi-kvirikashvili-rodesac-avantheb-khanuqas-santhels-chavifiqreb-rom-israelshi-da-saqarthveloshi-iyos-mshvidoba-rom-mthel-msoflioshi-aravis-enakhos-atirebuli-bavshvebi.html", "headline": " გიორგი კვირიკაშვილი - როდესაც ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში და საქართველოში იყო...", "datePublished": "2017-12-12 15:55:58", "dateModified": "2017-12-12 15:55:58", "description": "ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ხანუქას დღესასწაული სიმბოლურია, ორ მოძმე ერს შორის არის უამრავი რამ სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvikrikaxanuqa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ხანუქას დღესასწაული სიმბოლურია, ორ მოძმე ერს შორის არის უამრავი რამ საერთო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხანუქას დღესასწაულზე თბილისის დიდ სინაგოგაში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვანი მეგობრობა უნიკალურია.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს მე მივმართო ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და ყველაზე დიდი ხნის მეგობარი ერის წარმომადგენლებს. მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ეს დღესასწაული სიმბოლურია და იქ , სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ამ უბანში, საქართველოში თავმოყრილია ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლობა. საქართველოსთვის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ნამდვილად უნიკალურია და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორ მოძმე ერს შორის არის უამრავი რამ საერთო. საერთო გვაქვს ისტორია, ბრძოლის ისტორიაც, როდესაც ქართველები იბრძოდნენ ებრაელთათვის და საქართველოში მცხოვრები ებრაელები იბრძოდნენ ქართველთათვის. მათ შორის ვიბრძოდით ერთმანეთის საკულტო რელიგიური ნაგებობების გადასარჩენადაც. ეს ისტორიები ყველას ახსოვს, ეს ისტორიები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს ორ ერს შორის მეგობრობის ძალიან ძვირფას წიგნში, რომელსაც როგორც ებრაელები, ასევე ქართველები გულში ინახავენ. მინდა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ჩვენ ყველას გვიხარია. როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელ მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები. ჩვენ გამოწვევებიც საერთო გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის ყველაზე ძვირფასი ფურცლები მომავალში კიდევ დაიწერება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ღონისძიებას პრემიერის გარდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია