დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იუსტიციის სამინისტროს წინადადება, კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მუხლის კორექტირების თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ასახული არ არის
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468230-iusticiis-saministros-tsinadadeba-konstituciashi-sajaro-informaciis-khelmisatsvdomobasthan-dakavshirebuli-mukhlis-koreqtirebis-thaobaze-sakonstitucio-cvlilebebis-proeqtshi-asakhuli-ar-aris.html", "headline": "იუსტიციის სამინისტროს წინადადება, კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული...", "datePublished": "2017-12-12 13:07:05", "dateModified": "2017-12-12 13:07:05", "description": "იუსტიციის სამინისტროს წინადადება, ახალმიღებულ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იუსტიციის სამინისტროს წინადადება, ახალმიღებულ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მუხლის კორექტირების თაობაზე, პირველი მოსმენით წარდგენილ პროექტში ასახული არ არის.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავისუფლების შეზღუდვის ახალი კრიტერიუმების შემოღების საჭიროებაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომ ნორმა ევროკონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულიყო.

”ჩვენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ვთხოვეთ წარმოედგინა მაგალითები იმისა, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ინფორმაცია დასახური და რა შემთხვევაში შეიძლება გვაიძულოს ახალმა ჩანაწერმა ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება. ასეთი მაგალითები კომიტეტის სხდომაზე მოყვანილი არ ყოფილა. შესაბამისი ჩანაწერი კანონპროექტში ასახული არ არის. თუ რაიმე არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, შეიძლება საკითხს მეორე მოსმენისთვსი დავუბრუნდეთ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია