დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ამოცანა ისაა, რომ ჩვენი საზოგადოებები, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, შერიგდნენ და ერთმანეთი დაიბრუნონ
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/cixelashvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468105-qethevan-cikhelashvili-saqarthvelos-amocana-isaa-rom-chveni-sazogadoebebi-gamyofi-khazis-orive-mkhares-sherigdnen-da-erthmanethi-daibrunon.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ამოცანა ისაა, რომ ჩვენი საზოგადოებები, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს,...", "datePublished": "2017-12-12 04:36:54", "dateModified": "2017-12-12 04:36:54", "description": "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/cixelashvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოვიდა.

პლენარული სესიის თემა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იყო. განსახილველი საკითხები კი - სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“; რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი თუ ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციამიაწოდა. ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ეს ადამიანები დგანან - გადაადგილების, განათლებისა და საკუთრებაზე წვდომის უფლების შეზღუდვაზე.

ასევე, მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლს და აღნიშნა, რომ შერიგების გზაზე მათ საკმაოდ დიდი როლი ეკისრებათ.

„სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია შერიგებისაკენ. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ საზოგადოებები, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, შერიგდნენ და ერთმანეთი დაიბრუნონ. გარკვეული შესაძლებლობები არსებობს და ვცდილობთ ამ შესაძლებლობების ფარგლებში ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშჰერმანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და ა.შ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია