დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„რესპუბლიკური პარტია“ - „ქართული ოცნება“ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას დაადგა
ავტორი:
2017/სექტემბერი/01 15:30:02
{ "context": "http://schema.org", "type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-01 11:11:34", "headline" : "„რესპუბლიკური პარტია“ - „ქართული ოცნება“ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას დაადგა", "image" : "//photo.interpressnews.ge/img/image27/dcc8e73deb87ffe58c01a3ff881fb617.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "„რესპუბლიკური პარტია“ - „ქართული ოცნება“ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას დაადგა" } „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დღევანდელი განცხადებით დაამტკიცა, რომ ის არასდროს იყო მზად პოლიტიკური დიალოგისთვის და ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას დაადგა, - ამის შესახებ ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში, რომლითაც პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„დღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება, ვენეციის კომისიასთან საბოლოო შეხვედრისა და შეთანხმების შესაძლებლობის გამოყენების გარეშე კონსტიტუციის ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გაწყვიტა კავშირი არა მარტო საკუთარ მოქალაქეებთან, არამედ გამოავლინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების მიმართ.

„ქართული ოცნება“ ურყევად დაადგა ძალაუფლების მიტაცების გზას. საგანგაშო და შემაშფოთებელია, რომ ის არაფრად აგდებს როგორც საკუთარი მოქალაქეების ხმას, ისე საერთშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, რითაც სრულ იზოლაციაში აქცევს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.

ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებამ მოსთხოვოს პასუხი იმ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომლებიც სათავეში ედგნენ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე, არის პერსონალურად პასუხისმგებელი მთელ პროცესზე. ცვლილებების მიღება მოხდა არა რეალური ჩართულობით და დიალოგით, არამედ შიდაპარტიული გარიგება/დაპირისპირების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეთა თითქმის ნახევარმა, 48 პროცენტმა, მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არც ერთი მათგანი არ იმსახურებს ასეთ უპასუხისმგებლო, ცრუ და მხდალ ხელისუფლებას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, დღევანდელი განცხადებით დაამტკიცა, რომ ის არასდროს იყო მზად პოლიტიკური დიალოგისთვის და დაადგა ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.

სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია